ფეხბურთი

0:16 | 11.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიტცფელდმა “რეალზე” უარი თქვა

ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა შვეიცარიულ ინტერნეტპორტალ blick-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე შემოთავაზება მადრიდის “რეალიდან” ჰქონდა, თუმცა უარით გაისტუმრა.

“1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ “რეალის” ხელძღვანელობამ მათთან გადასვლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი.” - აღიარა ჰიტცფელდმა.

ამის მერე, ოტმარმა მიუნხენის “ბაიერნს” მიაშურა და კლუბთან ერთად დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ბოლოს კი ჰიტცფელდი შვეიცარიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

0.112774