კალათბურთი

22:38 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლარი ჰოლმა ,,დინამოს“ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა

სუპერლიგის მონაწილე ,,დინამომ“ ამერიკელი ლეგიონერის, უკანახაზელი ლარი ჰოლისთვის კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

,,ჰოლმა, რომელიც ,,დინამოში“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გუნდის დაკომპლექტება გრძელდება, რადგან ვაპირებთ გამოცდილი გამთამაშებლის დამატებას.“ - გვითხრა ხოშტარიამ.

,,დინამომ“ ჰოლი რამდენიმე დღის წინ დასრულებულ დუდუ დადიანის მემორიალზე გამოსცადა და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117792