თამაშგარე

12:20 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანიელას ალტერ ეგო

საკმარისია სადმე მიღებაზე თუ რაიმე საჯარო ღონისძიებაზე კოლუმბიელმა შემტევმა, ხამეს როდრიგესმა გაიელვოს, რომ დარწუნებული უნდა იყოთ, მასთან ახლოს აუცლებლად ხამესის ცოლი, ლონდონის ”არსენალის” გოლკიპერის, დავიდ ოსპინას დაიკო, დანიელა ოსპინაც იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ დანიელა ოსპინას ცნობადობა და პოპულარობა არასოდეს აკლდა, ამ ბოლო დროს საკუთარმა ალტერ ეგომ ნამეტნავად შეაწუხა - ქმარს სულ უკან დაჰყვება, ტელეკამერების წინ პოზიორობს და როდესაც ჟურნალისტს ხედავს, ისეთი შემართებით მიეჭრება, როგორც მისი ქმარი მოწინააღმდეგის მეკარეს.

დანიელა ოსპინას ცხოვრება მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მედიის ყურადღების ქვეშაა, მხოლოდ ფერადოვანი ეპიზოდებით არ ყოფილა მოქარგული. ადრე თურმე ორი კვირით საპატიმროც კი უხეხია ნარკოტიკებითან დაკავშირებული სკანდალის გამო და ღმერთმა იცის კიდევ რამდენ უბედურებაზეა ეს ქალი გადამხტარ-გადაქროლილი...

0.116693