მონაკოში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა გრან-პრის ტურნირზე, რომელშიც მსოფლიოს 12 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობს, მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა.
სამწუხაროდ, ისევ წააგო ტურნირის ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ ნანა ძაგნიძემ, რომელსაც ამჯერად შავებით მოთამაშე Nნატალია პოგონინასთან (რუსეთი) მოეცარა ხელი. მასსავით ერთი ქულის მქონე ალმირა სკრიპჩენკომ (საფრანგეთი) შავებით შეძლო უკრაინელი ანა მუზიჩუკის დამარცხება და აუტსაიდერობას თავი დააღწია, ამიტომ ქართველი მოჭადრაკე ტურნირის გამოკვეთილი აუტსაიდერი გახდა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ტურში თეთრებით მოთამაშე მოჭადრაკეებისათვის შავი დღე იყო, რადგან ექვსიდან ოთხი დამარცხდა. გაიმარჯვა მხოლოდ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა Nნატალია ჟუკოვამ (უკრაინა), რომელმაც ტურნირის ყველაზე გამოცდილი მოჭადრაკე პია კრამლინგი (შვედეთი) დაამარცხა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი ალექსანდრა კოსტენიუკს ყაიმზე შეუთანხმდა. მისი ამ წაფორხილებით ისარგებლა მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფმა ჰამპი კონერუმ (ინდოეთი), რომელმაც შეძლო სარასადატ ხადემალშარიეს (ირანი) დამარცხება და ჰოუ იფანთან ერთად ასპარეზობის ყოფილ ერთპიროვნულ ლიდერს დაგროვილი ქულებით წამოეწია.
.
მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ანა მუზიჩუკი( უკრაინა)-ალმირა სკრიპჩენკო ( საფრანგეთი) 0-1
ანტუანეტა სტეფანოვა( ბულგარეთი)- ჰოუ იფანი ( ჩინეთი) 0-1
ნანა ძაგნიძე ( საქართველო) – Nნატალია პოგონინა( რუსეთი) 0-1
ნატალია ჟუკოვა ( უკრაინა)-პია კრამლინგი ( შვედეთი) 1-0
მარია მუზიჩუკი ( უკრაინა)- ალექსანდრა კოსტენიუკი ( რუსეთი) 0,5-0,5
მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი:
კოსტენიუკი-ა. მუზიჩუკი
კრამლინგი- მ. მუზიჩუკი
კონერუ-ჟუკოვა
პოგონინა –ხადემალშარიე
ჰოუ იფანი-ძაგნიძე
სკრიპჩენკო –სტეფანოვა
სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ
1-3. მ.მუზიჩუკი,კონერუ, ჰოუ იფანი 4,5-4,5 ქულა
4-5. კოსტენიუკი, კრამლინგი 3,5-3,5
6-8. ჟუკოვა, პოგონინა, სტეფანოვა 3-3
9-10.ა. მუზიჩუკი, სკრიპჩენკო 2-2.
- ხადემალშარიე-1,5
- ძაგნიძე-1.