ჭადრაკი

1:06 | 10.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამეგრელომ” ლიდერობა განიმტკიცა

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში პრინციპული გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა “სამეგრელომ”. ამჯერად, ლიდერის მსხვერპლი თბილისის ძლიერი გუნდი გახდა.

ფრედ – 3:3 დასრულდა კახეთის და აჭარის დაპირისპირება.

“მშრალი” ანგარიშით 6:0 დაამარცხეს ქუთაისლებმა რაჭის წარმომადგენლები. რუსთაველებმაც დიდი ანგარიშით – 5.5:0.5 დაჯაბნეს გურიის გუნდი.

მომდევნო ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან:

თბილისი – ამბროლაური

გურია – იმერეთი

ნონა – რუსთავი

სამეგრელო – კახეთი

სატურნირო მდგომარეობა:

  1. სამეგრელო – 10 (23 ქულა)
  2. რუსთავი – 9 (21.5)
  3. ნონა – 7 (19)
  4. ქუთაისი – 4 (16)
  5. კახეთი – 4 (16)
  6. თბილისი – 4 (15.5)
  7. გურია – 2 (6)
  8. ამბროლაური – 0 (3).

პირად დაფებზე ლიდერობენ:

I დაფა: მიხეილ მჭედლიშვილი (კახეთი) – 4 ქულა

II დაფა: ვიტალი სივუკი (სამეგრელო) – 5 ქულა

III დაფა: დავით მაღალაშვილი (ნონა) – 5 ქულა

IV დაფა (ქალთა): ნინო ხურციძე (რუსთავი), მაია ლომინეიშვილი (სამეგრელო) – 3.5 ქულა

V დაფა (ჭაბუკთა): ოლექსანდრ ბორტნიკი (რუსთავი) – 5 ქულა

VI დაფა (გოგონათა): იულია ოსმაკი (სამეგრელო), ნასტასია ზიაზულკინა (რუსთავი) – 4 ქულა

0.115758