საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 ოქტომბერს დილით, გერმანიაში გაემგზავრა. “ჯვაროსნები” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს გამართავენ. შეხვედრა ლაიფციგში “რედბულ არენაზე” 11 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება.
კახა ცხადაძის შეგირდებმა 8 ოქტომბერს მეცხრე ტურის მატჩში გიბრალტარი 4:0 დაამარცხეს. იოახიმ ლიოვის გუნდმა კი ირლანდიაში მარცხი განიცადა (0:1). გერმანია D ჯგუფს 19 ქულით ლიდერობს, ხოლო საქართველო 9 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.