ფეხბურთი

14:54 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე საქართველოსთან გამოირიცხა

მარიო გიოტცე გერმანია-საქართველოს 11 ოქტომბრის მატჩში ვერ ითამაშებს. მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა გუშინ ირლანდიასთან პირველ ტაიმში მიიღო კუნთის ტრავმა და დაახლოებით 5 დღე მოუწევს დასვენება. გიოტცე ირლანდიასთან სასტარტოში იყო და შეცვალეს.

გიოტცე და ბასტიან შვაინშტაიგერი – ეს ორი ფეხბურთელი დააკლდება იოაჰიმ ლიოვის გუნდს. შეგახსენებთ, გერმანია-საქართველო 11 ოქტომბერს, ქალაქ ლაიპციგში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ვანო ხუციშვილი

0.103611