ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე 2 ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.
პირველ ნომრად განთესილმა მეტრეველმა ნახევარფინალში ბულგარელ ალეკსანდარ ლაზოვს (მე-4 განთესვა) შანსი არ დაუტოვა და მეტოქე 6:0, 6:0 გაანადგურა.
გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-3 რეიტინგის მქონე რუსი ივან გახოვი იქნება, რომელმაც მერვედფინალში გიორგი ცივაძეს 5:7, 6:2, 6:2 სძლია.
წყვილთა ტურნირში მომავალი ფინალისტები სწორედ ერთად თამაშობენ და ასევე ფინალში არიან გასულნი. მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა და გახოვმა მე-4 რეიტინგის მქონე ბელარუსებს (ფილინი-შილა) 6:3, 6:4 სძლიეს და ტიტულისთვის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ რუსულ-ბელარუსულ ტანდემს (კალოველონისი-ლაზოვი) დაუპირისპირდებიან.