გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
Goal-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ირლანდიასთან (0:1) შეხვედრის წინ დაშავდა და გერმანელთა მთავარი მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის განცხადებით, 11 ოქტომბრის მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
“გუნდის სამედიცინო შტაბი მიიჩნევს, რომ ბასტიანს 2-3 დღე დასვენება სჭირდება” – აღნიშნა ლიოვმა.
შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურის წინ D ჯგუფს გერმანელები 19 ქულით ლიდერობენ და მდევრებს პოლონეთსა და ირლანდიას ერთი ქულით უსწრებენ, საქართველოს ნაკრები კი 9 ქულით მეხუთე ადგილზეა.
გერმანიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, ლაიპციგში, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.