საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გიბრალტართან გამარჯვების (4:0) შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და მცირე ინტერვიუ მისცა.
- მოკლედ შეაფასეთ თამაში
- მიმდინარე წელს ბოლო ოფიციალური მატჩი იყო შინ. შესაძლოა, თამაშის ხარისხი ცოტა უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავარია რომ მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.
- რა განწყობით ხვდებით გერმანიასთან მატჩს
- გერმანია სულ სხვა დონის ნაკრებია. ყველაფერს ვიზამთ, ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- როგორ შეეწყვე “რეიმსს” ? ხომ არ გაგჭირვებია ადაპტაცია და რამდენად პრობლემატურია ფრანგული ენის არცოდნა?
- “რეიმსს” ნელ-ნელა ვეწყობი და ყველაფერი კარგად იქნება. ადაპტაცია არ გამჭირვებია, ხოლო ენის არცოდნა დიდ პრობლემას არ ქმნის.
- რაზე ისაუბრეთ ლევან კობიაშვილთან?
- არაფერ განსაკუთრებულზე. ახალი პრეზიდენტია, მოვიდა ვარჯიშის შემდეგ და ყველას გველაპარაკა, თუმცა რაიმე სერიოზულზე არ გვისაუბრია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს გერმანიას ლაიფციგში დაუპირისპირდება.