ფეხბურთი

3:54 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე კობახიძე: "სასურველ კონდიციებში ჯერ არ ვიმყოფები"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე გიბრალტართან მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“ის შევასრულეთ, რაც გვინდოდა. უფრო მეტი გოლის გატანა გვსურდა, თუმცა რაც გამოვიდა მაინც მისაღებია და ამით უკმაყოფილო არავინ უნდა იყოს. კარგია, რომ ბოლო მატჩი საშინაო მოგებით დავასრულეთ და გულშემატკივარი გავახარეთ",

- ტრავმის შემდეგ როგორ გრძნობ თავს?

- რა თქმა უნდა სასურველ კონდინციებში ჯერ კიდევ ვერ ვარ, თუმცა ორი ტაიმის თამაში შევძელი და როგორ ვითამაშე, ეს მწვრთნელია შესაფასებელია. გაცილებით უკეთ შემიძლია თამაში, თუმცა ახლახანს განვაახლე თამაში.

- გვინდოდა რაც შეიძლება დამაჯერებლად დაგვემარცხებინა მეტოქე და შევასრულეთ მისია?

- პრინციპში კი, თუმცა მეტი გოლის გატანა გვსურდა. მიუხედავად ამისა, კმაყოფილნი ვართ, რადგან მოგება მოგებაა და რაც მთავარია, შესარჩევის ბოლო საშინაო მატჩში მოგიგეთ, ბევრი გოლი გავიტანეთ და კიდევ ბევრის გატანა შეგვეძლო. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და გვიგულშემატკივრეს.

- წინ გერმანია გველოდება

- გერმანიას რაც შეეხება, რასაკვირველია ურთულესი მატჩი გველის. თუმცა, ვფიქრობ თუ სწორად ითამაშე, ყველასთან შეიძლება თამაში. ჩვენ გამოვალთ მინდორზე და იმას გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

საქართველოს ნაკრები შესარჩევის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს გერმანიასთან გამართავს.

0.12838