ფეხბურთი

3:00 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილი პირველი ტაიმით კმაყოფილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი გიბრალტართან მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და მატჩის შესახებ ესაუბრა.

- “პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც თამაშით, ასევე შედეგით. რა თქმა უნდა გიბრალტართან უფრო დიდი ანგარიშით მოგება უკეთესი იქნებოდა, თუმცა გამარჯვება გამარჯვებაა და დღევანდელ ფეხბურთში ხელწამოსაკრავი არავინ არის.

რაც შეეხება მეორე ნახევარს, პირველისნაირად არ გვითამაშია, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ სამ დღეში გერმანიას ვეთამაშებით და ამ შეხვედრისთვის ვემზადებით. მთავარია, რომ დასახული მიზანი გაკეთდა და სამი ქულა მოვიპოვეთ”,

- როგორი განწყობით მიემგზავრებით გერმანიაში და რა მიზნით?

- განწყობა ძალიან დიდი და საბრძოლოა, რადგანაც მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით და ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ვფიქრობ, რომ დიდ გუნდებთან თამაში დამწყები მოთამაშეებისთვის უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს გერმანიას ლაიფციგში დაუპირისპირდება.

0.106847