საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე გურულმა მოჭადრაკეებმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ კახეთთან შეხვედრაში სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს. მატჩში 3 ფრე დაფიქსირდა და გუნდს მოგება ალექსანდრე ებრალიძემ და ქეთევან ხომერიკმა მოუტანეს.
ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სამეგრელოს გუნდმა – მოქმედ ჩემპიონ “ნონასთან” შეხვედრაში. ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა, დავით კოდუას ნაკრებმა 4:2 იმარჯვა და პირველობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
დიდი ანგარიშით (5:1) უპრობლემო გამარჯვება მოიპოვა ქვემო ქართლის “რუსთავმა” – რაჭა-ლეჩხუმის “ამბროლაურთან” დაპირისპირებაში.
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, გამოფხიზლდნენ და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს თბილისელმა მოჭადრაკეებმა. მათ საპრიზო სამეულისათვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ქუთაისის გუნდს 4.5:1.5 სძლიეს.
მომდევნო ტურში კვლავ საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩები გველის. ერთმანეთს შეებრძოლებიან:
სამეგრელო – თბილისი
კახეთი – ნონა
რუსთავი – გურია
ქუთაისი – ამბროლაური
სატურნირო მდგომარეობა:
- სამეგრელო – 8 (19 ქულა)
- რუსთავი – 7 (16)
- ნონა – 6 (14)
- თბილისი – 4 (13.5)
- კახეთი – 3 (13)
- ქუთაისი – 2 (10)
- გურია – 2 (5.5)
- ამბროლაური – 0 (3).
პირად დაფებზე ლიდერობენ:
I დაფა: ალექსანდრ ფიერი (ნონა) – 3.5 ქულა
II დაფა: ვიტალი სივუკმა (სამეგრელო) – 4 ქულა
III დაფა: დავით მაღალაშვილი (ნონა) – 4 ქულა
IV დაფა (ქალთა): ნინო ხურციძე (რუსთავი), მაია ლომინეიშვილი (სამეგრელო) – 3 ქულა
V დაფა (ჭაბუკთა): ოლექსანდრ ბორტნიკი (რუსთავი) – 4 ქულა
VI დაფა (გოგონათა): ნასტასია ზიაზულკინა (რუსთავი), იულია ოსმაკი (სამეგრელო) – 3 ქულა