კალათბურთი

20:30 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენი: “საუკეთესო კალათბურთელი ვარ”

“ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა მეტად ამბიციური განცხადება გააკეთა. ჰარდენის თქმით, ნბა-ს მოქმედ კალათბურთელთა შორის ის საუკეთესოა.

“მე ლიგის საუკეთესო მოთამაშე ვარ. ამაში დარწმუნებული ვარ”- ჰარდენის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

შეგახსნებეთ, რომ განვლილ სეზონში ჰარდენი MVP-ის ტიტულის მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მას “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელმა სტეფ კარიმ აჯობა. განვლილ სეზონში ჰარდენი საშუალოდ ერთ მატჩში 27.4 ქულას, 7 პასს და 5.7 მოხსნას აკეთებდა.

0.134481