ფეხბურთი

19:36 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპი ტრავმირებულია, სირიგუს შანსი გაუჩნდა

Le Parisien-ის ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენის” მეკარემ კევინ ტრაპმა ვარჯიშზე ბარძაყის მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხანი გამოაკლდება. ჯერჯერობით უცნობია გერმანელის რეაბლიტაციის პროცესი რამდენი ხანი გაგრძელდება.

25 წლის მეკარე პსჟ-ში მიმდინარე წლის ზაფხულში “აინტრახტიდან” გადავიდა. გერმანელი ფრანგული გრანდის ძირითადი მეკარე გახდა და მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა. კევინის გამოჯანმრთელებამდე პსჟ-ს კარს სალვატორე სირიგუ დაიცავს.

0.11315