ყველგან ძალიან მაღვალაკი ხალხი არიან ეს ”ყვითელი” ჟურნალისტები. რომელი ჭორი გინდათ რომ არ ააგორონ და ააბრიალონ. თან კითხვებიც ისეთი იციან, ყველაზე მდგრად და თვალებმილულულ ადამიანსაც კი რომ გადარევენ და გამოიყვანენ წყობიდან. მაგრამ ყველა ერთნაირი ადამიანი როდია...
მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინ, პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებულ ლარისა რიკელმეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ ხედავ შე დალოცვილო, შენც წლები გემატება და როდის დაანებენ თავს მკერდის თახთახს და მასხარაობასო. ეს კითხეს და პასუხის მოლოდინში გაირინდნენ...
ლარისას ადგილზე ბევრი მისი კოლეგა გამოვიდოდა წყობიდან და ასტეხდა ერთ ამბავს, მაგრამ ლარისა სულ სხვა ”ცომითია ნაზელი”. ამიტომაც, მან ჩამკირტიკებელ ჟურნალისტებს ვნებიანად ჩასჩურჩულა, რომ ყველა ასაკის ქალებს ყავთ თავიანთი თაობის მოტრფიალენი და ასე რომ იგი ლიფის ლურსმანზე ჩამოკიდებას კიდევ კარგა ხანი არ დააპირებს. აბა რა!