გოგა გახოკიძე არნემის “ვიტესის” მენეჯერი გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ტრანსფერების განხორციელების მხრივ. მან კონტრაქტიც გააფორმა კლუბთან.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს პოსტი შემდეგს მოიცავს: აღმოსავლეთ ევროპიდან “ვიტესში” ფეხბურთელების გადაყვანაზე გახოკიძე იმუშავებს. შეგახსენებთ, სწორედ გახოკიძის მეშვეობით, “ვიტესში” თავის დროზე მოხვდა გურამ კაშია და როგორც აიწყო ამ კლუბში კარიერა, ყველამ იცის. კაშია გუნდის ლიდერია.
გახოკიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, ის დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ჰოლანდიურ კლუბებში: პსვ-ში და “ტვენტეში”. კარიერა 2007 წელს დაასრულა ტრავმების გამო და მენეჯერად დაიწყო მუშაობა. მას კარგი კავშირები აქვს ჰოლანდიაში, ბელგიაში, უნგრეთსა და სხვა ქვეყნებში.
ვანო ხუციშვილი