ფეხბურთი

9:33 | 8.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე წავა, კონტე დარჩება

ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი “ფურია როხას” ახალი დამრიგებლის ძებნას შეუდგა. ამ ცნობას AS ავრცელებს. საქმე ისაა, რომ ევროპის მოქმედ ჩემპიონთა დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ ფედერაციის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების 2018 წლამდე გახანგრძლივება იუარა, აქაოდა, მწვრთნელობისგან დასვენება განვიზრახეო.

ვილიარი “ფურია როხას” დამრიგებლობის კანდიდატების შერჩევას უკვე შეუდგა და ახალი მწვრთნელის ვინაობას მომავალი წლის 2 იანვრამდე შევიტყობთ. სწორედ ამ დღესაა დანიშნული ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.

ამასობაში, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ “სკუადრა აძურას” დამრიგებელ ანტონიო კონტესთან კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას აპირებს. იმედია, ჩვენი ნაკრები ევრო2016-ზე წარმატებით გამოვა და კონტეც დარჩენას გადაწყვეტს”, - განუცხადა Football Italia-ს აპენინელთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტევეკიომ.

შეგახსენებთ, ესპანეთიც და იტალიაც ევრო2016-ის შესარჩევ ჯგუფებს ლიდერობენ. “ფურია როხა” 9 ოქტომბერს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, “სკუადრა აძურა” კი 10 ოქტომბერს ბაქოში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

0.112679