გერმანული “ბილდის” ცნობით, “დორტმუნდის” ყოფილი მწვრთნელი 48 წლის იურგენ კლოპი “ლივერპულს” უთავკაცებს. წყაროს ცნობით, “მერსისაიდული” კლუბი კლოპს პარასკევს ოფიციალურად წარადგენს და 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ კლოპი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა “ლივერპულის” მწვრთნელობა, თუ ის კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში აქტიურად იქნებოდა ჩართული.
48 წლის იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს “მაინცში” დაიწყო, სადაც 2008 წლამდე მუშაობდა. 2008-2015 წლებში იურგენი “დორტმუნდს” წვრთნიდა.