ავაჰმეეე – ამბობს გულნი ჩვენნი, ოდეს იხილავდის მოდელსა მას ბრაზილთა ქუეყნისას, რომელსაც ეტყვიან იზაბელ და გვარი მისი არს ფონტანა. და გარნა მხოლოდ გულნი იტყვის კვნესასა და ვნებასა დიდსა?! არამედ ფიქრნიც მრავალგზის აგვეშალნეს და ცოდვამან ჩვენმან იმატა მრავალგზის.
აქამომდის სპორტული მოკალმენი ბრაზილიისა გაკვირვებითა დიდითა იტყოდნენ: ”რაითა არრა ეტრფის ქალი ესე ფონტანა ფეხბურთსა? რამეთუ ყოველნი ასულნი ბრაზილიისა ფეხბურთსა გამოიყენებად ქმნიან პოპულარობასად თვისთა...”. მაგრამ ვითარცა დინჯმან და ბრძენმა ქალმან, ისაბელ ფონტანამან, აზრნი თვისი განავრცო მერმის.
და ახლა, ბაგენი მისნი ღაღადებენ სიყუარულსა ფეხბურთისა და ტრფობასა “პენტაკამპეონთა” კრებულისა და ვითარმედ უძღები შვილი, ისრე ჩაიკრა გულში მობურთალთა სამყარომან სრულიად ბრაზილთა ქუეყნისა და არღარა გაუშვებს მას თუგინდ ტარტაროზმან ავმან და ბოროტის მსურველმან მოისურვილოს გაყოფა მათი!