ჭადრაკი

0:02 | 7.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასი კარიაკინმა მოიპოვა

ბაქოში დასრულდა ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება ჭადრაკში. ფინალში ერთმანეთს რუსეთის ორი წარმომადგენელი: პიოტრ სვიდლერი და სერგეი კარიაკინი დაუპირისპირდა.

გადამწყვეტი მატჩი მსოფლიო თასისთვის უჩვეულოდ დრამატული გამოდგა. ოთხი პარტიისაგან შემდგარ მატჩში პირველი ორი პარტია სვიდლერმა მოიგო. თითქოს, მისი გამარჯვება გარდაუვალი იყო და სვიდლერი მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში პირველი მოჭადრაკე იქნებოდა ვინც მეორედ მოიპოვებდა უმაღლეს ჯილდოს. ვინაიდან, სვიდლერი 2011 წელს რუსეთის ხანტი-მანსიისკში გამართული უმაღლესი მსოფლიო ფორუმის გამარჯვებული უკვე გახლდათ.

თუმცა, მომდევნო ორი პარტია მისთვის წარუმატებლად წარიმართა და მან ერთი ყაიმის გაკეთებაც ვერ მოახერხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პირველ ეტაპზე ორი 25-წუთიანი პარტია გაიმართა. პირველი პარტია ორმხრივი შეცდომების შემდეგ კარიაკინმა მოიგო, თუმცა შემდეგ პარტიაში სვიდლერმა შესძლო რევანშის აღება.

ფრედ დასრულებულ მინი-მატჩის შემდეგ, დაპირისპირებამ 10-წუთიან პარტიებში გადაინაცვლა. პირველში სვიდლერმა იმარჯვა, ხოლო მეორეში კარიაკინმა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის თამაშმა უკვე ნერვების შეჯიბრში გადაინაცვლა და ეს პარტიების ხარისხსზეც აისახა.

5-წუთიანებში უფრო ახალგაზრდა დიდოსტატმა შესძლო მობილიზება და უკეთესი ნერვული სისტემის გამოვლინება და ორი 5-წუთიანი პარტიის მოგებაც. ამრიგად, დრამატული ბრძოლის შემდეგ, მსოფლიო თასს სერგეი კარიაკინი დაეპატრონა.

0.132613