საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 5 მილიონით გაიზარდა და წლიურად 75 მილიონ ლარს შეადგენს.
ტელეკომპანია “პირველის” ცნობით, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ეს პირველადი ვარიანტია და დაფინანსება კიდევ გაიზრდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სურვილი აქვთ დამატებითი რესურსები მოიძიონ, რათა განხორციელდეს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა.