სხვა

17:02 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მედლები კლაიპედადან

ლიტვაში, კლაიპედაში მიმდინარე 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარი ამ დროისთვის 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

23 წლამდელებში რამინ შამილიშვილმა ატაცში 120 კილოგრამით პირველი ადგილი აიღო და შესაბამისად, ოქროს მედალი მოიპოვა. მანვე ორჭიდში დაიკავა მეორე ადგილი (262) და მესამეზე გავიდა აკვრაში (142). გიორგი ლომთაძემ (23 წლამდელებში) ატაცში ვერცხლის (147) და აკვრაში (175) ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ორჭიდში ლომთაძე (322) ასევე მესამე ადგილზე გავიდა.

რამინ შამილიშვილის და გიორგი ლომთაძის წარმატებულ გამოსვლაზე საუბრობს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე: „პირველ ყოვლისა, ვულოცავ მთელ საქართველოს ამ წარმატებას. ვულოცავ ორივე სპორტსმენს მოპოვებულ მედლებს. ორივესთვის ეს ნორმალური შედეგია, მაგრამ არ არის მაქსიმუმი. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ორივეს შეუძლია მომატება. ამ ტურნირამდე ერთ თვეზე მეტია დარჩენილი და ბიჭებს შეუძლიათ კილოგრამების მომატება. 6 მედალი არ არის ცოტა, მაგრამ ჩვენ მეტის იმედი გვაქვს. საერთო ჯამში, ნორმალური იყო.“

რამინ შამილიშვილი: „ცოტა მეტიც შემეძლო, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყო.“

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

0.124957