ფეხბურთი

15:14 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ინაშვილი ფოთის “კოლხეთიდან” წავიდა

ზაზა ინაშვილმა ფოთის ”კოლხეთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. ეს კლუბის ინფორმაციაა, რომელიც მათ Facebook-ის გვერდზე განთავსდა. ინაშვილის ხელმძღვანელობით გუნდი კარგ შედეგებს ვერ აჩვენებდა და ამიტომაც, მწვრთნელი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

ზაზა ინაშვილი: “საკუთარი სურვილით დავტოვე ფოთის “კოლხეთი” და კლუბს წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ მატჩებში”.

ფოთელებს უმაღლესი ლიგის 7 ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვთ და ბოლოდან მესამე ადგილზე არიან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაინიშნება ინაშვილის შემცვლელად.

ვანო ხუციშვილი

0.118058