ალბათ ბევრმა ნახეთ ამ ერთი კვირის წინ გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე მიწვეული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები თავისი სიმღერით როგორ მოხიბლა კატალონიის “ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკეს კოლუმბიელმა მეუღლემ, მსოფლიოში ცნობილმა მომღერალმა შაკირამ.
გაეროს სხდომაზე სიმღერით და სამშვიდობო მოწოდებებით შაკირას გამოსვლა თვალთახედვის არედან არ გამოპარვიათ უცნობილეს სხვადასხვა კომპანიებს და როგორც ხერარდის მეუღლე აცხადებს, მის აგენტს დიდი რიგი უდგას იმ ფირმებისა და კომპანიების წარმომადგენლებისა, რომლებსაც კოლუმბიელი მომღერალი თავიანთ სარეკლამო სახედ სურთ.
სხვათა შორის აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ ფაქტს, რომ შაკირა სხვა ცნობილი ფეხბურთელების ცოლებისაგან განსხვავებით, პიკეზე გათხოვებამდეც ნამეტანავად პოპულარული იყო და მისი პოპულარობის ზრდაში ქმრის წვლილი უმცირესია. შაკირა ჭეშმარიტად საკუთარი ნიჭითა და უნარით იკვალავს ცხოვრებაში გზას, რაც დიდად დასაფასებული ამბავი გახლავთ.