ფეხბურთი

1:59 | 6.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია: "ჩემთვის განსაკუთრებული დღეა"

გიორგი ჭანტურიამ გერმანიის II ბუნდესლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვების გოლიც გაიტანა (VIDEO). მის მიერ გატანილმა გოლმა "დუისბურგს" მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულა მოუტანა. თამაშის შემდეგ 22 წლის თავდამსხმელმა კლუბის ვებგვერდთან მცირე კომენტარიც გააკეთა:

"დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. II ბუნდესლიგის სადებიუტო მატჩში გამარჯვების გოლი გავიტანე, რაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ჩვენ მაღალი დონის თამაში ვაჩვენეთ. მინდა, მადლობა ვუთხრა მთლიანად გუნდს და გულშემატკივრებს", რომლებიც ბოლომდე გვქომაგობდნენ", - თქვა ჭანტურიამ.

რაც შეეხება გოლს, იგი მეტად ლამაზი გამოვიდა: ჭანტურიამ ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, და ნიგერიელ ფორვარდ ვიქტორ ობინასთან კედელი გაითამაშა, საჯარიმოში შესულმა კი ორ მეტოქეს გვერდი აუარა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

შეგახსენებთ, ჭანტურია "დუისბურგში" ცოტა ხნის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და აქამდე "ზებრების" შემადგენლობაში ნათამაშები არ ჰქონდა.

0.11397