ფეხბურთი

9:04 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს საუკეთესო გოლეადორია

შვედეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მიჯრით 2 გოლი გაუტანა “მარსელს”. ამ ბურთების წყალობით დედაქალაქელებმა სამხრეთელ ზღვისპირელებს 2:1 მოუგეს, სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს, “იბრა” კი 110 ბურთით პარიზელთა კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

ფრანგთა პირველობის ბოლო ტურამდე პსჟ-ს რიგებში ყველაზე მეტი გოლი პორტუგალიელ ფორვარდ პედრო პაულეტას ჰქონდა. დასავლეთპირენელმა პარიზელთა რიგებში გამოსვლისას თავი 109-ჯერ გამოიჩინა. 108 ბურთი ჰქონდა გატანილი ზლატანს მარსელელებთან მატჩის წინ. საფრანგეთის პრინციპულ დერბიში თავდაპირველად სამხრეთელები დაწინაურდნენ. 41-ე წუთზე კი “მარსელის” კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზაცია შვედმა ცენტრფორვარდმა სათანადოდ მოახერხა და პაულეტას გაუთანაბრდა. სამიოდე წუთში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაიდო და ნიშნულთან მისული ზლატანი ამჯერადაც ზუსტი იყო. ამ დარტყმით იბრაჰიმოვიჩმა პაულეტას მიღწევა გააუმჯობესა.

პსჟ-ს მაისურათი ზლატანი 3 წელიწადია გამოდის, პედრო პაულეტა კი პარიზელთა ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა.

საფრანგეთის ლიგა1-ს 9 ტურის შემდეგ 23 ქულით (7 მოგება, 2 ფრე) პსჟ ლიდერობს. პარიზელებს 5 ქულით ჩამორჩება მეორე საფეხურზე მყოფი “ანჟერი”.

0.11306