კალათბურთი

1:01 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველს 5 წუთი დაუთმეს

იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში ნიკა მეტრეველის და ლევან ბაბილოძის “კაპო დ’ორლანდომ” გიორგი შერმადინის ყოფილი კლუბი “კანტუ” მიიღო და 73:65 სძლია.

17 წლის ბაბილოძე მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა, 24 წლის მეტრეველმა კი მოედანზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო და თითო მოხსნა-პასი მიითვალა. მცირე დროში ნიკამ ორქულიანის აცილება და 1 პერსონალური ფოლის მიღებაც მოასწრო.

ორლანდოელებს 17 ქულით ლიტველმა სიმას იასაიტისმა ულიდერა, 10-ქულიან ზღვარს კი ნიგერიელი ალექს ორიახი (13) და უნგრელი ზოლტან პერლიც (12) ასცდნენ.

0.118565