ჩეხეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ლევან ყენიას “სლავიამ” პრაღულ დერბიში “დუკლას” უმასპინძლა და ყაიმს (1:1) დასჯერდა, ქართველი ფეხბურთელი კი დაშავებულია და მინდორზე არ გამოჩენილა.
გადაჭრით რთული სათქმელია, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, ტრავმის გამო, ყენია 8 ოქტომბერს გიბრალტართან დაგეგმილ სანაკრებო მატჩსაც დააკლდება, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით შედგება.
რაც შეეხება ედენ პარკზე გამართულ თამაშს, მასში სტუმრები უკვე მე-4 წუთზე კრმენჩიკის გოლით დაწინაურდნენ, ანგარიში კი 62-ეზე შკოდამ გაათანარა.
“სლავიას” 15 ქულა გააჩნია და მე-5 ადგილზე იმყოფება.