სხვა

18:47 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს, ფინალურ ტურნირზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყო.

ბელგრადის მერიაში გამართული წილისყრის თანახმად, ქართველი წყალბურთელები C ჯგუფში მოხვდნენ და იტალიას, რუინეთს და გერმანიას ეთამაშებიან.

დანარჩენი ოთხეულები ასე დაკომპლექტდა. A ჯგუფი: ჩერნოგორია, ესპანეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი. B ჯგუფი: საფრანგეთი, ხორვატია, მალტა, სერბეთი. D ჯგუფი: უნგრეთი, რუსეთი, საბერძნეთი, თურქეთი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.

0.124968