O JOGO-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს ტრავმირებული ლუკ შოუს ნაცვლად “პორტუს” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველის ბრუნო მარტინს ინდის დამატება სურს.
ინგლისელმა ფეხბურთელმა პსვ-სთან წაგებულ (1:2) ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ფეხი მოითეხა და მისი მოედანზე დაბრუნება მიმდინარე სეზონის ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პორტუგალიური გამოცემის ცნობით, “წითელი ეშმაკების” წარმომადგენელი “პორტუ” – “ჩელსის” (2:1) მატჩს დაესწრნენ და ინდის ასპარეზობას აკვირდებოდნენ. მიმდინარე სეზონში ინდიმ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 11.5 მილიონ ევროს შეადგენს.