მოსკოვში სტარტი აიღო ტრადიციულმა “გომელსკის თასის” გათამაშებამ, რომელშიც თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩაც” ჩაერთო.
ესპანური კლუბი ნახევარფინალში მასპინძელ ცსკა-ს გაეჯიბრა და მეტოქისთვის სათანადო წინაააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა – 74:102.
ქართველი კალათბურთელი სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო და 27:19 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ ბასკური კლუბის თავკაცმა ველიმირ პერასოვიჩმა თოკოს ყველაზე მეტი დრო დაუთმო. შენგელიამ 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ლაბორალ კუჩას” მაისურით 13-13 ქულა ჩააგდეს, მაიკ ჯეიმსმა და ალბერტო კორბაჩომაც, ცსკა-ს კი ნანდო დე კოლომ და კორი ჰიგინსმა ულიდერეს 17-17 ქულით.
ახლა, შენგელიას კლუბი ბრძოლას ტურნირის მე-3 ადგილისთვის გააგრძელებს. “ლაბორალ კუჩას” მეტოქე ყაზანის “უნიკსი” იქნება, რომელიც მე-2 ნახევარფინალში ათენის “პანათინაიკოსთან” დამარცხდა – 74:89.