ფეხბურთი

10:29 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” 12 წლიანი მინიმუმი, ემერი “სევილიას” თამაშის გაძლიერების იმედად

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო 3 მატჩში კატალონიის “ბარსელონამ” მეორე მარცხი სევილიის “რამონ სანჩეს პისხუანზე” იწვნია (23 სექტემბერს ვიგოში “სელტასთან” 1:4 წააგო) და უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ლა ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვთ. 2003 წელს “ბლაუგრანას” ჰოლანდიელი ფრანკ რაიკაარდი წვრთნიდა და მაშინაც კამპ ნოუელებმა საწყის 7 ტურში 2 მარცხი განიცადეს. საბოლოოდ კი ის სეზონი “ბარსელონამ” მეორე პოზიციაზე დაასრულა – 5 ქულით რაფა ბენიტესის “ვალენსიას” ჩამორჩა.

ანდალუსიის “სევილიას” დამრიგებელ უნაი ემერის რაც შეეხება, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მან პირველად მოახერხა “ბარსელონას” დამარცხება და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცხადია, კმაყოფილებას არ მალავდა: “მიმდინარე ჩემპიონატში იყო მატჩები, რომელთა მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. “ბარსასთან” უმძიმესი შეხვედრა გადავიტანეთ და ეს წარმატება სამომავლო გამარჯვებებისთვის განგვაწყობს. ახლა სანაკრებო პაუზა დგება და პრიმერა დივიზიონის შესვენებას ნაყოფიერად გამოყენებას შევეცდებით – სამომავლოდ უფრო მეტად აგრესიული და ინტენსიური თამაშის ჩვენება გვმართებს”.

“ბარსელონას” 2:1 ძლევით სევილიელებმა 8 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე პოზიციამდე აინაცვლეს.

თეგებიუნაი ემერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.120448