ფეხბურთი

3:53 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ემერიმ “ბარსელონა” 21-ე ცდაზე დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა “რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “სევილიამ” მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

კლუბები დაპირისპირებას სერიოზული პრობლემებით შეხვდნენ. მასპინძლებს ბანეგა, კარისო, პარეხა, რამი, ბეტო, კაკუტა და ესკუდერო აკლდათ ტრავმების გამო, ხოლო სტუმრებს ადრიანო, ვერმაელენი, რაფინია, ინიესტა და რაც მთავარია, მესი არ ჰყავდათ, რომელსაც “სევილიას” კარში 24 გოლი გაეტანა.

პირველი ნახევარი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა კატალონიელთა იერიშები გაცილებით მწვავე გახლდათ. მასპინძელთაგან ყველაზე მეტად კრონ-დელი და გამეირო აქტიურობდნენ, ხოლო სტუმართა რიგებიდან სუარესისა და ნეიმარის დუეტი გახლდათ გამორჩეული. ამ უკანასკნელს პირველ ნახევარში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა, ბრაზილიელმა შესანიშნავი საჯარიმო შეასრულა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ სერხიო რიკოს და მთელ კარზე ზუსტად ხაზზე გაიარა, მაგრამ არ გადაკვეთა და კოკემ იმდენი მოახერხა, რომ დამატებაზე ხერარდ პიკეს არ გაატანინა, ლუის სუარესის დარტყმულს კი, ანდრეოლი გადაეღობა. ურუგვაელს შესვენებამდე კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ხარიხას გაარტყა.

შესვენებაზე უნაი ემერიმ შეგირდებს საჭირო რჩევები მისცა და მეორე ტაიმი “სევილიამ” ძალიან კარგად დაიწყო, რაც სულ მალე ანგარიშზეც აისახა. 52-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე კევინ გამეირომ გაილაღა, რომელიც ჯერ ხორდი ალბას, ხოლო შემდეგ ჟერემი მატიეს გაუსწორდა და კრონ-დელის მისამართით გამჭოლი გადაცემა გააკეთა საჯარიმოში, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ექვს წუთში დანიელმა ფეხბურთელმა უკვე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, მის ჩაწოდებულს თავური დარტყმით ვისენტე იბორა გამოეხმაურა და სხვაობა გაზარდა.

ამის შემდეგ “სევილიამ” ძალიან უკან დაიწია და “ბარსელონამ” მომენტების შექმნა დაიწყო. შესანიშნავი გახლდათ სერხიო რიკო, რომელმაც ნეიმარს რამდენიმე ურთულესი ბურთი აუღო. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ახალგაზრდა კიპერს მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან აჯობა, რომელიც ბენუა ტრემულინასის ხელით თამაშის გამო დაინიშნა. დარჩენილ დროში კატალონიელებს გათანაბრების 100%-იანი შანსი შეექმნათ, მაგრამ სანდრო რამირესმა ახლო მანძილიდან ძელს გაარტყა და “ბლაუგრანა” უქულოდ დარჩა, ხოლო “სევილიამ” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ “დალაქების” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ “ბარსელონას” დამარცხება პირველად მოახერხა კარიერაში. მან ამის გაკეთება 21-ე ცდაზე მოახერხა. წინა 20 მატჩში ის “ალმერიას”, “ვალენსიას”, “სპარტაკსა” და “სევილიას” უძღვებოდა. 6 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 14 კატალონიელთა გამარჯვებით.

ლა კორუნიის “დეპორტივო” გასვლაზე “გრანადას” დაუპირისპირდა და გალიასიაში ქულის წაღება მოახერხა. სტუმრებმა ტაიმი ფაიჩელ ფაჟრის გოლით მოიგეს, რასაც 65-ე წუთზე პიტის გამათანაბრებელი დარტყმა მოჰყვა - 1:1.

საშინაო მარცხი განიცადა “ესპანიოლმა”, რომელიც “ხიხონთან” დარჩა უქულოდ. შეხვედრის მე-10 წუთზე ლა ლიგაში პირველი გოლის გატანა მოახერხა “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფმა ალენ ჰალილოვიჩმა. მასპინძლებს გათანაბრება 30-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ფელიპე კაისედომ პენალტი გააცუდა. თუმცა, ეკვადორელმა ფორვარდმა შეცდომა 62-ე წუთზე გამოასწორა და ალბერტოს კარი აიღო. სტუმრებმა გამარჯვება მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე მოიპოვეს, ასტურიელებს საჭირო 3 ქულა მენენდეშმა მოუტანა – 1:2.

კარგ თამაშს განაგრძობს “ეიბარი”, რომელმაც სტუმრად “ლას პალმასს” სძლია და 12 ქულით მე-7 პოზიციაზე აინაცვლა.

წინა ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ქულის ამღებმა “მალაგამ” უსიამოვნო სერია შეწყვიტა (საწყის ექვს ტურში გოლი არ გაეტანა) და პირველი სამი ქულაც ჩაიწერა აქტივში. ანდალუსიელთაგან ჰეთ-თრიკით გამოირჩა ჩარლესი, ხოლო “სოსიედადიდან” გოლის გატანა იმანოელ აგირეჩემ მოახერხა.

სევილია – ბარსელონა 2:1 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, ანდრეოლი, კოკე, ტრემულინასი (მარიანო 89), იბორა (რეიესი 70), ნ’ზონზი, კრიხოვიაკი, ვიტოლო, კრონ-დელი, გამეირო (ლორენტე 72).
მწვრთნელი: უნაი ემერი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე (ალვეში 60), ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, მასკერანო, რაკიტიჩი, ნეიმარი, ელ ჰადადი (რამირესი 60), ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 კრონ-დელი (52), 2:0 იბორა (58), 2:1 ნეიმარი (74 პენ.)
გაფრთხილებები: კრიხოვიაკი, ანდრეოლი, კოლოძიეჩაკი, ტრემულინასი, ლორენტე – ბუსკეტსი, მატიე, ალბა
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

გრანადა – დეპორტივო 1:1 (0:1)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, დორია, ლომბანი, მ.ლოპეში, ბირაგი, ფ.რიკო (პიტი 46), კრინი, იბანესი (ნ.ლოპესი 77), მარკესი, როჩინა (საკსესი 46), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ლაურე, ფ.ნავარო, მოსკერა, ბორგესი, ფაჟრი, ლ.ალბერტო (რიერა 68), ხ.როდრიგესი (გუტიერესი 58), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 ფაჟრი (25), 1:1 პიტი (65)
გაფრთხილებები: საკსესი – გუტიერესი, არიბასი, რიერა
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ესპანიოლი – ხიხონი 1:2 (0:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, როკო, არბილია, დუარტე, ვ.სანჩესი, კანიასი, ასენსიო, ჰ.პერესი, ვ.ალვარესი (ბურგუი 46), კაისედო (ხ.მორენო 64).
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ხიხონი (4-2-3-1): ალბერტო, ესპინოსა, ლ.ერნანდესი, ლორა, კანელია, კასესი, ს.ალვარესი, მენენდეში, ჰალილოვიჩი (პ.პერესი 82), ხონათანი (მასკარელი 74), სანტაბრია (გერერო 64).
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

გოლები: 0:1 ჰალილოვიჩი (10), 1:1 კაისედო (62), 1:2 მენენდეში (92)
გაფრთხილებები: ვ.სანჩესი, კანიასი, დუარტე – კანელია, ესპინოსა, ლორა
მსაჯი: კლოს გომესი

30-ე წუთზე კაისედომ პენალტი ვერ გაიტანა

ლას პალმასი – ეიბარი 0:2 (0:1)

ლას პალმასი, “ესტადიო გრან კანარია”

ლას პალმასი (5-3-2): ვარასი, დავიდ გარსია, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო (ელ ჟარი 58), სიმონი, მესა (ვ.ჟოსე 70), კულიო (ვალერონი 67), ვაკასო, ვიერა, არაუხო.
მწვრთნელი: პაკო ერერა

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, ხუნსა, კაპა, ესკალანტე, დანიელ გარსია, ადრიანი (ისრაფილოვი 69), ბერხონი, ინუი (კეკო 86), ბასტონი (ენრიჩი 63).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0:1 ბერხონი (7), 0:2 ბასტონი (62)
გაფრთხილებები: ვაკასო, მესა – ადრიანი, ესკალანტე
მსაჯი: მატეუ ლაოსი

მალაგა – სოსიედადი 3:1 (2:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-4-2): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, მ.ტორესი, ტისონე, რესიო, ხ.კარლოსი, დუდა (ხუანპი 68), ჩოპი (ფორნალსი 73), ჩარლესი (ტიგადუინი 90).
მწვრთნელი: ხავი გრასია

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, რეიესი, ელუსტონდო (პრიეტო 78), დე ლა ბელა, პარდო, ილარამენდი, ზურუტუზა (ჯონათასი 72), კანალესი (ბრუმა 78), ველა, აგირეჩე.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები:
1:0;2:0;3:1 ჩარლესი (4;7;89), 2:1 აგირეჩე (14)
გაფრთხილებები: ტისონე, რესიო, ჩოპი, ჩარლესი – ელუსტონდო, ველა
მსაჯი: დელ სერო გრანდე

თეგებილა ლიგა
0.169971