ფეხბურთი

0:40 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

აგუერომ “ნიუკასლი” დაარბია, “ჩელსის” კრიზისი გრძელდება

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის პირველი სათამაშო დღის მთავარი მოვლენები “ეტიჰად სთედიუმზე” განვითარდა, სადაც სერხიო აგუერომ “ნიუკასლს” ოცწუთიან მონაკვეთში ხუთი გოლი გაუტანა და პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ადრე სწრაფი პენტა-ტრიკის ავტორი შეიქნა.

აქამდე პრემიერლიგის ერთ შეხვედრაში ხუთი გოლი ოთხჯერ გაეტანათ და ამის გაკეთება დიმიტარ ბერბატოვმა, ალან შირერმა, ჯერმეინ დეფომ და ენდი კოულმა მოახერხეს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის მე-40 წუთისთვის ვერავინ იფიქრებდა, თუ “მანჩესტერ სიტი” ასეთი ანგარიშით მოახერხებდა გამარჯვებას. “ნიუკასლი” მე-18 წუთზე ალექსანდ მიტროვიჩმა დააწინაურა და ტაიმის ბოლომდე სტუმრები იგებდნენ, მაგრამ 42-ე წუთზე სერხიო აგუერომ წონასწრობა აღადგინა, ხოლო მეორე ტაიმი არგენტინელმა და მისმა გუნდელებმა საოცრად დაიწყეს და საწყის 17 წუთში ტიმ კრულის კარი ხუთჯერ აიღეს, რომელთაგან ოთხი გოლი სერხიო აგუეროს ანგარიშზეა. ერთი გოლი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, რომელმაც არგენტინელ ფორვარდს ორი საგოლე გადაცემაც გაუკეთა. შესაძლოა, აგუეროს კიდევ გაეტანა, მაგრამ მანუელ პელეგრინიმ რატომღაც მისი დასვენება გადაწყვიტა და არგენტინელს ახალი რეკორდების დამყარების შანსი მოუსპო – 6:1.

უსუსურ თამაშს განაგრძობს ლონდონის “ჩელსი”, რომელიც ამჯერად საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონთან” შერცხვა და მე-16 პოზიციამდე დაქვეითდა. “არისტოკრატები” მე-10 წუთზე ვილიანმა საჯარიმო დარტყმით დააწინაურა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ზედ ტაიმის წინ გაუშვეს დევისისგან. მეორე ნახევარში კი, “წმინდანები” უკეთ გამოიყურებოდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა: მე-60-წუთზე სადიო მანემ დაამწუხრა ბეგოვიჩი, ხოლო 72-ე წუთზე ორი საგოლე გადაცემის ავტორმა გრაციანომ პელემ ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

წარმატებულ თამაშს განაგრძობენ “კრისტალ პალასი” და “ლესტერი”, რომელთაც სამ-სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

“ასტონ ვილა” საკუთარ მოედანზე “სტოკთან” დამარცხდა და გასავარდნ ზონაში დარჩა, ხოლო “ლაით ოფ სთედიუმზე” და “დინ კურტზე” გამართული მატჩები ფრედ დასრულდა.

კრისტალ პალასი – ვესტ ბრომვიჩი 2:0 (0:0)


ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ჰანგელანდი, დანი, სუარე, კელი, მაკარტური, კაბაიე, ზაჰა (ლედლი 89), პანჩონი, ბოლასი, გაილი (კემპბელი 75).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): მაიჰილი, ევანსი (ჩესტერი 24), მაკოლი, ბრანტი, დოუსონი, მორისონი (მაკმანამანი 70), იაკობი, დ.ფლეტჩერი, მაკკლინი, ბერაჰინო (გარდნერი 46), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0 ბოლასი (68), 2:0 კაბაიე (89 პენ.)
გაფრთხილებები: ზაჰა, კემპბელი, სუარე – მაკკლინი, ჩესტერი, იაკობი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ასტონ ვილა – სტოკი 0:1 (0:0)


ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ლესკოტი (გრელიში 46), რიჩარდსი, ამავი, ჰატონი, ვესტვუდი (ხილი 75), ვერეტუტი, გაიე, სინკლერი (ჯ.აიუ 59), კრესპო, ჟესტედი.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, კამერონი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, ადამი, კრკიჩი (აფელაი 58), არნაუტოვიჩი (ვან გინკელი 69), უოლტერსი, დიუფი (ხოსელუ 86).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლი: არნაუტოვიჩი (55)
გაფრთხილებები: ვესტვუდი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ბორნმუთი – უოტფორდი 1:1 (1:1)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი, დისტინი, კუკი, დანიელსი, ფრანცისი, პუგი (სმიტი 57), გოსლინგი, სურმანი, რიტჩი, კინგი (ო’კეინი 70), მურეი.
მწვრთნელი: ედი ჰოუ

უოტფორდი (4-4-2):
გომეში, ნიომი (იბარბო 71), კეტკარტი, პროდლი, აკე, აბდი (გედიურა 94), უოტსონი, ანია (პარადესი 79), კაპუ, დინი, იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 1:0 მურეი (28), 1:1 იგალო (45)
გაფრთხილებები: მურეი – გომეში
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

85-ე წუთზე მურეიმ პენალტი ვერ გაიტანა

მანჩესტერ სიტი – ნიუკასლი 6:1 (1:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, ოტამენდი, ზაბალეტა, კოლაროვი, ფერნანდო, ფერნანდინიო, სილვა (აიჰენაჩო 75), სტერლინგი (ნავასი 46), დე ბრუინი, აგუერო (ბონი 66).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ნიუკასლი (4-4-2): კრული, მბაბუ (ლასკელესი 53), კოლოჩინი, მბება, ჯანმაატი, გუფრანი (ტაუვინი 66), ანიტა, სისოკო (ტიოტე 66), ვეინალდუმი, ა.პერესი, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: სტინ მაკკლარენი

გოლები: 0:1 მიტროვიჩი (18), 1:1;2:1;3:1;5:1;6:1 აგუერო (42;49;50;6062), 4:1 დე ბრუინი (53)
გაფრთხილებები: ფერნანდინიო, ზაბალეტა, მანგალა – ანიტა
მსაჯი: კევინ ფრენდი

ნორვიჩი – ლესტერი 1:2 (0:1)

ნორვიჩი, “კეროუ როადი”

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, მარტინი, ბრედი, ვაითაკერი, დორანსი (რედმონდი 50), იარვისი (მბოკანი 59), ტეტი, ჰაუსონი, ჰულაჰანი, ჯერომი (ლაფერტი 77).
მწვრთნელი: ალექს ნილი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, სიმპსონი (ბენალოუნი 65), მორგანი, ჰუტი, ფუჩსი, შლუპი (კინგი 77), კანტე, დრინკვოთერი, ოლბრაიტონი, ოკაზაკი (ულოა 70), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 0:1 ვარდი (28 პენ.), 0:2 შლუპი (47), 1:2 მბოკანი (68)
გაფრთხილებები: ჰუტი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სანდერლენდი – ვესტ ჰემი 2:2 (2:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-2-3-1): პანტელიმონი, ოში, კოატესი, ჯონსი, იედლინი, მ’ვილა (გომესი 95), კატერმოლი, ტოივონენი (ლარსონი 84), ლენსი, ბორინი, ს.ფლეტჩერი (როდუელი 85).
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი (კოლინსი 66), ტომკინსი, ჯენკინსონი, კრესველი, ნობლი (ზარატე 79), კუაიტე, მოზესი (იელავიჩი 58), პაიე, ლანცინი, სახო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 ს.ფლეტჩერი (10), 2:0 ლენსი (22), 2:1 ჯენკინსონი (45+1), 2:2 პაიე (60)
გაფრთხილებები: ლენსი, კატერმოლი, კოატესი – ნობლი, რიდი, კრესველი, ჯენკინსონი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

ჩელსი – საუთჰემპტონი 1:3 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, რამირესი (მატიჩი 46; რემი 73), ფაბრეგასი, ოსკარი, აზარი, ვილიანი (პედრო 64), ფალკაო.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, სოარეში, რომეუ (უარდ-პროუსი 46), ვანიამა, ტადიჩი (ჯ.როდრიგესი 78), ს.დევისი, მანე (იოშიდა 91), პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 ვილიანი (14), 1:1 ს.დევისი (44), 1:2 მანე (60), 1:3 პელე (72)
გაფრთხილებები: რამირესი, ფალკაო – რომეუ, ბერტრანი, მანე, უარდ-პროუსი, პელე
მსაჯი: რობერტ მედლი



0.299855