ფეხბურთი

18:48 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა უახლოეს წუთებში დაიწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა უახლოეს წუთებში დაიწყება. როგორც "მსოფლიო სპორტს" ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა გია ფირცხალავამ განუცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატის რევაზ არველაძის მხარდამჭერები ყრილობის ჩატარებას დათანხმდნენ და დელეგატების რეგისტრაცია დაწყებულია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გეგა გობეჯიშვილი, რომელიც უეფას რეკომენტაციით დღევანდელ ყრილობაზე დელეგატი არ იქნება, "ქომაგთა ლიგის" ერთ ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა შეცვალა.

0.117033