გეგა გობეჯიშვილს საარჩევნო ყრილობაზე დელეგატის სტატუსი აღარ ექნება. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ის სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში მივიდა და განაცხადა, რომ რეზო არველაძის მხარდამჭერია, თუმცა უეფას რეკომენდაციით იგი დელეგატი აღარ იქნება და ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა მისი შემცვლელის თაობაზე.