ფეხბურთი

11:28 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ გობეჯიშვილის გამოშვებამდე ყრილობის გადადება მოითხოვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ ყრილობა მანამდე არ დაიწყება ვიდრე პოლიციის მიერ გუშინ დაკავებულ ერთ-ერთ დელეგატს გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ.

რეზო არველაძე: “ჩემი პოზიცია ასეთია, მოვუწოდებ ყველას, ჩემს თავს, კანდიდატებს, აღმასკომს, ყრილობის დელეგატებს. სანამ ბ-ნი გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება მანამდე საარჩევნო ყრილობა არ დაიწყოს. ამ მოწოდებისას ვარ მართალი და ვარ უმრავლესობაში. “

რეზო არველაძის გვერდით იმყოფებოდნენ მისი ძმები, შოთა და აჩი არველაძეები და ვეტერანი ფეხბუთლი გიორგი ქინქლაძე.

ამის შემდეგ ლევან კობიაშვილმა პრესას მოუწოდა, რომ მისულიყვნენ სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს და რომლის ერთ-ერთ ოთახში მისივე თქმით ყრილობის დელეგატები ჰყავთ ჩაკეტილები და არ უშვებენ. ამას პრეზიდენტობის კანდიდატ კობიაშვილსა და ყრილობის დელეგატ გიორგი ხაჩიძის შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ყრილობაზე დამკვირვებლებად ჩამოსულები არიან უეფას აღმასკომის წევრი გრიგორი სურკისი და უეფაში პროგრამა ჰეთ-თრიქის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი. ისინი გაემართნენ იმ ოთახისკენ, სადაც კობიაშვილის თქმით დელეგატები ჩაკეტილები არიან.

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” გენერალურმა მდივანმა კახა ჭუმბურიძემ განაცხადა, რომ სურკისის გადაწყვეტილებით საარჩევნო ყრილობას მასმედია დაესწრება.

0.116019