ფეხბურთი

12:00 | 3.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგრძელდება “ჩელსის” კრიზისი?

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის პირველ სათამაშო დღეს 7 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი მატჩი იწვევს.

18:00 მანჩესტერ სიტი – ნიუკასლი

პრემიერლიგაში შესანიშნავი სტარტის შემდეგ, მანუელ პელეგრინის შეგირდებმა აურიეს და ზედიზედ ორი მარცხი განიცადეს. “ქალაქელები” მიყოლებით ლონდონურ კლუბებთან დამარცხდნენ: “ვესტ ჰემთან” საშინაო წაგებას (1:2), “ტოტენჰემთან” გამანადგურებელი მარცხი (1:4) მოჰყვა გასვლაზე.

“სიტის” ოთხშაბათს უმძიმესი ბრძოლა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე და “გლადბახის” გატეხვა მხოლოდ 90-ე წუთზე მოახერხა პენალტით. ასე რომ, მანჩესტერელები მოახლოებულ შეხვედრას ჩინებულ ხასიათზე ხვდებიან და ცუდი სერიის დასრულებას გეგმავენ. მასპინძლები მანგალას, კლიშის, კომპანის, დელფისა და ნასრის მოისაკლისებენ, ხოლო აიჰენაჩოსა და ბონის თამაში საეჭვოა.

სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო “ნიუკასლმა”, რომელსაც 7 მატჩში მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯერაც მოუგებელია. “კაჭკაჭები” პირველი სამი ქულის მოპოვებასთან წინა ტურში იყვნენ ახლოს, თუმცა “ჩელსისთან” მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ბოლო 10 წუთში გაანიავეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. სტივ მაკკლანერს ძალიან ბევრი შეგირდი ჰყავს დაშავებული: აარონსი, სისე, ჰაიდარა, დარლოუ, სტივენ ტეილორი, ტიოტე, დუმეტი და რივიერი.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1):
ჰარტი, სანია, დემიჩელისი, ოტამენდი, კოლაროვი, ფერნანდო, ტურე, ნავასი, სილვა, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ნიუკასლი (4-2-3-1):
კრული, მბემბა, კოლოჩინი, მბაბუ, ჯანმაატი, კოლბეკი, ანიტა, ვეინალდუმი, სისოკო, ტაუვინი, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

მსაჯი: კევინ ფრენდი

20:30 ჩელსი – საუთჰემპტონი

დღის გამორჩეული შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” შედგება, სადაც კრიზისში მყოფი ლონდონის “ჩელსი” “საუთჰემპტონს” უმასპინძლებს.

ჩემპიონებმა საშინელი სტარტი აიღეს, შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა დააგროვეს და მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან. ლონდონელები წინა ხაზში ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ დაცვა საშინლად გამოიყურება და უკვე 14 გოლის გაშვება მოასწრეს, რაც ჟოზე მოურინიოს გუნდებისთვის არადამახასიათებელია. ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი, 16 გოლი “სანდერლენდს” აქვს გაშვებული, ხოლო შემდეგ “ჩელსი” და “ლესტერი” მოდიან.

ლონდონელებმა ჩემპიონატში ცუდ თამაშს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე “პორტოსთან” საგარეო მარცხიც მიაყოლეს და დღეს “ჩელსი” უდიდესი მოტივაციით დაუხვდება რონალდ კუმანის კრებულს. მასპინძლებს ტიბო კურტუა ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო დიეგო კოშტა დისკვალიფიცირებულია.

ნორმალურად გამოიყურება “საუთჰემპტონი”, რომელსაც 9 ქულა აქვს და მეტოქეზე 4 საფეხურით წინ იმყოფება. “წმინდანებმა” გასულ ტურში “სუონსი” დაამარცხეს უშანსოდ და დღევანდელ ჯახს მშვენიერი განწყობით ხვდებიან. რონალდ კუმანი ტრავმების გამო ფორსტერს, კოლკერს, გარდოშსა და კლასის მოისაკლისებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1):
ბეგოვიჩი, ზუმა, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, ოსკარი, პედრო, ფალკაო.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ფონტე, ვან დეიკი, სოარეში, ბერტრანი, ვანიამა, უარდ-პროუსი, ტადიჩი, მანე, ს.დევისი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: რობერტ მედლი

დღის სხვა მატჩები:

15:45 კრისტალ პალასი – ვესტ ბრომვიჩი
18:00 ასტონ ვილა – სტოკი
18:00 ბორნმუთი – უოტფორდი
18:00 ნორვიჩი – ლესტერი
18:00 სანდერლენდი – ვესტ ჰემი

0.11152