ფეხბურთი

20:43 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” რონალდუ დააჯილდოვა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა “სანტიაგო ბერნაბეუს” დარბაზში დააჯილდოვა. პორტუგალიელმა “მალმიოსთან” მოგებულ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში დუბლი შეასრულა, “რეალის” რიგებში 324 გატანილი გოლი დაუგროვდა და რაულის შედეგი (323) გააუმჯობესა.

დაჯილდოების ცერემონიალს “სამეფო გუნდის” ფეხბურთელები, მწვრთნელი რაფეელ ბენიტესი, რონალდუს აგენტი ხორხე მენდეში, დედა დოლორესი და შვილი კრიშტიანუ ჯუნიორი ესწრებოდნენ.

“აღნიშნული ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ “რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი, ჩამოვიტოვებდი ჩემ მეგობარ რაულს და მანამდე ალფრედო დი სტეფანოს. ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში მინდა ჩემ ტანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდი და რეკორდსაც ვერ დავამყარებდი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ მწვრთნელებს: მანუელ პელეგრინის, ჟოზე მოურინიოს, კარლო ანჩელოტის და რაფაელ ბენიტესს. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ. აგრეთვე უღრმესი მადლობა ხელმძღვანელობას, სტაფს და ექიმებს.” – განაცხადა დაჯილდოებაზე რონალდუმ.

კრიშტიანუმ კარიერის განმავლობაში 500 გოლი გაიტანა. რონალდუმ 208 მატჩში ერთი გოლი გაიტანა, დუბლი 87 შეხვედრაში დააფიქსირა, სამი გოლი 32 დაპირისპირებაში გაიტანა, 4 გოლი 3 მატჩში, ხოლო გულშემატკივრები ორ მატჩში 5-5 გოლით გაახარა.

0.143542