უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს. პორტუგალიელმა ხმების 28% მიიღო.
“მალმიოსთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში (2:0) “სამეფო გუნდის” ლიდერმა დუბლი შეასრულა. შვედურ გუნდთან წარმატებული თამაშის შემდეგ რონალდუ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით 500-ს გადასცდა.