საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ესტერ სტამი უზბეკეთში მიმდინარე ტაშკენტის დიდი პრიზის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ძიუდოისტთა ნაკრების ნატურალიზირებულმა სპორტსმენმა 70 კგ-ში სულ 4 შეხვედრა გამართა, პირველ წრეში ბელგიელი როქსან ტიმანსი დაამარცხა, შემდეგ კი გერმანელ სანდრა დიდრიხსა და ლიანა მარცოკს სძლია.
ფინალში სტამი სამხრეთ კორეელ კიმ სონგიონს შეხვდა და იუკოთი დამარცხდა.
ტაშკენტის გრან-პრის პირველ დღეს, 1 ოქტომბერს მე-5 ადგილი დაიკავა ვაჟა მარგველაშვილმა(66 კგ), 3 ოქტომბერს მედლისათვის ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი - ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) იბრძოლებს.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახური