ფეხბურთი

15:18 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდები მოედანს ქველმოქმედებისთვის უბრუნდებიან

14 ნოემბერს, მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართება - ბრიტანეთის და ირლანდიის ფეხბურთის ლეგენდების გაერთიანებული გუნდი მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდება.

როგორც BBC იტყობინება, ბრიტანელებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი გაუძღვება, ხოლო კაპიტანი მისივე ყოფილი შეგირდი დევიდ ბექჰემი იქნება.

მსოფლიო ნაკრების კაპიტანი ზინედინ ზიდანია, მწვრთნელი კი კარლო ანჩელოტი. მატჩს პიერ ლუიჯი კოლინა უმსაჯებს.

ამ ღონისძიების შედეგად მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება საქველმოქმედო ორგანიზაციის Unicef-ის პროექტებს.

0.11893