ესპანურმა El Mundo Deportivo-მ წლევანდელი “ოქროს ბურთის” ნომინანატთა 59-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელსაც ოქტომბრის ბოლოს ფიფა 23-მდე შეამცირებს. დეკემბრის დასაწყისში სამ კანდიდატს დაასახელებენ, გამარჯვებული კი 11 იანვარს ფიფას მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე გამოვლინდება.
“ოქროს ბურთის” წლევანდელ მაძიებელთა შორის “ბარსელონას” და “რეალის” ფეხბურთელები სჭარბობენ. ესპანეთის ორივე გრანდი 7-7 მოთამაშითაა წარმოდგენილი.
სრული სია ასე გამოიყურება:
ბრავო, მასკერანო, ინიესტა, მესი, ნეიმარი, რაკიტიჩი, სუარესი (ყველა – “ბარსელონა”), ბეილი, ბენზემა, კროოსი, მოდრიჩი, რამოსი, ხამეს როდრიგესი, რონალდუ (ყველა – “რეალი”), კიელინი, პოგბა, მორატა (ყველა – “იუვენტუსი”), ვიდალი (“იუვენტუსი”/”ბაიერნი”), პირლო (“იუვენტუსი”/”ნიუ იორკ სიტი”), ტევესი (“იუვენტუსი”/”ბოკა ხუნიორსი”), ლევანდოვსკი, რობენი, ალაბა, მიულერი, ნოიერი (ყველა – “ბაიერნი”), ბონი, იაია ტურე, აგუერო (ყველა – “მანჩესტერ სიტი”), ოტამენდი (“ვალენსია”/”მანჩესტერ სიტი”), დე ბუინი (“ვოლფსბურგი”/”მანჩესტერ სიტი”), დიეგო კოშტა, ვილიანი, კურტუა, აზარი (ყველა – “ჩელსი”), კავანი, იბრაჰიმოვიჩი, პასტორე (ყველა - პსჟ), რუნი, დე ხეა (ორივე – “მანჩესტერ იუნაიტედი”), დეპაი (პსვ/”მანჩესტერ იუნაიტედი”), ოსპინა, ალექსის სანჩესი (ორივე – “არსენალი”), გრიზმანი (“ატლეტიკო”), ჯექსონ მარტინესი (“პორტუ”/”ატლეტიკო”), ბაკა (“სევილია”/”მილანი”), ჯოვანი დოს სანტოსი (“ვილიარეალი”/ლოს ანჯელეს გელექსი”), კოუტინიო (“ლივერპული”), ჰენ მინ სონი (“ტოტენჰემი”/”ლევერკუზენი”), ატსუ (“ევერტონი”/”ბორნმუთი”), გერერო (“ფლამენგო”/”კორინთიანსი”), ვარგასი (ქპრ/”ჰოფენჰაიმი”), მედელი (“ინტერი”), კეინი (“ტოტენჰემი”), ლაკაზეტი (“ლიონი”), გუარდადო (პსვ), კარლოს სანჩესი (“რივერ პლეიტი”), ანდრე აიუ (“მარსელი”/”სუონსი”), ლუონგო (“სუინდონ თაუნი”), ოკაზაკი (“მაინცი”/”ლესტერი”).