ფეხბურთი

0:06 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ შარტავას ხსოვნის ტურნირი ბავშვებში

დღეს დასრულდა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცის მიერ ორგანიზებული, რევაზ შარტავას სახელობის რვაგუნდიანი ტურნირი. ფინალური მატჩი "სასკო-2004"-სა და “აფხაზეთს” შორის გაიმართა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტებში კი “სასკო-2004” უკეთესი იყო და 5:4 გაიმარჯვა.

მოკლედ, ჩემპიონი “სასკო-2004” გახდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ჩემპიონი გუნდის კაპიტანი ერეკლე გაბესკირია დაასახელეს. “სასკო 2004”-ის მწვრთნელები დავით თაქთაქიშვილი და დავით ნადაშვილი არიან.

აქვე გეტყვით, რომ რევაზ შარტავა აწ გარდაცვლილი მწვრთნელია, რომელსაც გაუზრდია ცნობილი ფეხბურთელები, მათ შორის, ვლადიმერ ბარქაია და გიორგი სიჭინავა. ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და ასევე კერძოდ, ყოფილი მწვრთნელი სერგო ჩოგოვაძე, რომელიც ტრადიციულად ჩართულია ასეთ გათამაშებებში და ორგანიზიულ მხარეებს აგვარებს.

0.115595