უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის კრიშტიანუ რონალდუ, ხუან მატა, რობერტ ლევანდოვსკი და ფილიპ მლადენოვიჩი მოხვდნენ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი “რეალის” მაისურით გატანილი გოლებით რაულს დაეწია, კარიერაში კი მე-500-ე გოლი გაიტანა. ხუან მატამ “ვოლფსბურგის” დამარცხებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა. ესპანელმა გოლი გაიტანა და შესანიშნავი საგოლე გადაცემა გააკეთა. პოლონელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ჩინებულად გამოიყურება. ლევანდოვსკიმ ზაგრების “დინამოს” მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა, სულ კი მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 14 გოლი დაუგროვდა. “ბატემ” სერბი მცველის წყალობით “რომა” 3:2 დაამარცხა, მლადენოვიჩმა დუბლი მიითვალა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”)
მცველები: ფილიპ მლადენოვიჩი (“ბატე”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), დავიდ ლუიზი (პსჟ), მაიკონი (“პორტუ”).
ნახევარმცველები: ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”), კონსტანტინოს ფორტუნისი (“ოლიმპიაკოსი”), ხუან მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”).
თავდამსხმელები: ჰალკი (“ზენიტი”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”).