როგორც “უოტფორდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება იკეჩი ანიამ კლუბთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
27 წლის ფეხბურთელი ინგლისური კლუბის შემადგენლობაში 2013 წლიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ამ დროის განმავლობაში “უოტფორდის” მაისურით 110 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
გლაზგოში დაბადებულ ფეხბურთელს 2013 წლიდან რეგულარულად იძახებენ შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში. მის ანგარიშზე 17 ჩატარებულ მატჩში 2 გატანილი გოლია.