ფიფამ ეროვნულ ნაკრებთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 37 საფეხბურით მაღლა აინაცვლა. ამჟამად კახა ცხადაძის გუნდი 308 ქულით 110-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ სექტემბრის თვეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შინ 1:0 დაამარცხა შოტლანდია, სტუმრად კი ანალოგიური ანგარიშით ირლანდიასთან დამარცხდა.
რეიტინგს არგენტინა ლიდერობს, მას მოჰყვება გერმანია, ხოლო მესამე ადგილს ბელგიის ნაკრები იკავებს.