როგორც Tuttosport იუწყება "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ვალტერ მაცარი გახდეს. იმ შემთხვევაში თუ კლუბი შემდეგ ტურში "ვესტ ჰემთან" გასამართ საშინაო მატჩს წარუმატებლად დაასრულებს, დიკ ადვოკაატი პოსტს დატოვებს.
ჰოლანდიელის გუნდმა მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო. 7 ტურის შემდეგ "სანდერლენდმა" მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა.
რაც შეეხება იტალიელ სპეციალისტს, ვალტერ მაცარის მხოლოდ იტალიურ ფეხბურთში უმუშავია. 2013-14 წლების სეზონი "ინტერში" გაატარა, მას შემდეგ კი უმუშევარია.