ფეხბურთი

13:55 | 1.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერვუდს ტორეს შეძენა სურს

როგორც Sky Sports იუწყება "ასტონ ვილა" გიოჰკან ტორეს შეძენით დაინტერესდა. ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელ ტიმ შერვუდის გადაწყვეტილებით "ბეშიქთაშისა" და "ფენერბაჩხეს" მატჩს მის მიერ მივლენილი სკაუტი დაესწრება.

გიოჰკან ტორე თურქული კლუბის გამორჩეული ფეხბურთელია. "ბეშიქთაშში" გადასვლამდე "ჰამბურგსა" და ყაზანის "რუბინში" თამაშობდა, ასევე ირიცხებოდა ლონდონის "ჩელსის" სარეზერვო შემადგენლობაში.

23 წლის ფეხბურთელი 2011 წლიდან თურქეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ეროვნულ გუნდში მოხვედრამდე რეგულარულად იძახებდნენ ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებებში.

0.115292